საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მშვიდობისმყოფელების მილოცვით დაიწყო
პოლიტიკა - 12:09, 30 Apr, 2018     737

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ქართული არმიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტთან, მთავარ სერჟანტ კობა ცირეკიძესთან ერთად ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს პროფესიული დღე მიულოცეს და ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებისთვის, ქვეყნის თავისუფლების დაცვისთვის მადლობა გადაუხადეს.

თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმსა და გამბედაობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორედ მათი შემწეობით საქართველო სტრატეგიული მოკავშირეებისთვის ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორი გახდა.

მართვის ცენტრიდან ჩართვა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხ ლოკაციასა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში განხორციელდა. ამჟამად, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ქაბულში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობა და სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ჩართული. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საერთაშორისო მისიას III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ასრულებს, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ კი - IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული. აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალები ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიშია წარმოდგენილი. ამჟამად, ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიას EUTM RCA ეროვნული გვარდიის ქვეითი ოცეული ასრულებს, მალიში კი საქართველო ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42