ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს.
აღსანიშნავია, რომ სტატია, გერმანულმა გამოცემამ 11 აპრილს გაავრცელა. მისმა რუსულმა რედაქციამ კი დღეს გამოაქვეყნა.
„გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ეს სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მოხდა. ამჟამინდელი მონაცემებით, მხოლოდ გერმანიაში, საქართველოს მოქალაქეების 3-ჯერ მეტი მოთხოვნაა დარეგისტრირებული თავშესაფრის მინიჭებაზე, ვიდრე ეს 2017 წლის მარტამდე, უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე იყო" - ნათქვამია სტატიაში.
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის (BAMF) ცნობით, გასულ წელს, საქართველოს 3 500 -მა , ხოლო სომხეთის 3 900-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი.
2018 წლის პირველ კვარტალში კი ეს რიცხვი მკვეთრად არის გაზრდილი.
როგორც DW წერს, BAMF-ის ცნობით, 2018 წლის მხოლოდ იანვარსა და თებერვლაში საქართველოს 1 400-მა მოქალაქემ შეიტანა განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობას თითქმის არცერთი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია, რადგან ინდივიდუალური პოლიტიკური დევნის საფუძელი ვერ აღმოაჩინა.
გამოცემის ცნობით, გაზრდილია მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების რიცხვიც და შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირმა შესაძლოა შეჩერების მექანიზმზე მსჯელობა დაიწყოს.
DW აღნიშნავს, რომ მსგავსი ვითარებაა შვედეთშიც.
„მსგავსი ტენდენცია შენიშნა შვედეთის ხელისფულებამაც. ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე , შვედეთის შს მინისტრმა მორგან იოჰანსონმა განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის ხელისუფლება განაცხადს იშვიათად აკმაყოფილებს. მისი თქმით, თავშესაფრის მაძიებლებს შორის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებიც იყვნენ. აღნიშნული პრაქტიკის დასასრულებლად. ,მან საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა უვიზო რეჟიმის დაკარგვის რისკის წინაშე დადგება“ - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






