„წარმატებული გზა, რომელიც გვაქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობისთვის, გვინდა, კიდევ უფრო გაღრმავდეს“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 11:09, 30 Apr, 2018     990
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხებზე, საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და რეგიონში ნატო-ს კომუნიკაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ფორუმს ნატო-სა და ქართული დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ პროპაგანდისტული დაპირისპირების ღირსეული და ძლიერი პასუხი უწოდა.

"უმნიშვნელოვანესია ეს შეკრება, რომელიც ძალიან რთულ ვითარებაში იმართება, როდესაც მიმდინარეობს რთული გეოპოლიტიკური და პროპაგანდისტული დაპირისპირება ალიანსთან იმ ღირებულებებთან, რომელსაც საქართველო სრულად იზიარებს და რომელიც განაპირობებს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროგრესსა და წარმატებას.

რატომ უნდათ ქართველებს ნატოში გაერთიანება და რითი არიან ისინი ამ გზაზე ასეთი წარმატებულები? პირველ რიგში, ჩვენ ვერთიანდებით იმ ღირებულებებით რა ღირებულებებითაც გაერთიანებულები არიან ნატო-ს ქვეყნები: ადამიანის თავისუფლება, დემოკრატია და ღია საზოგადოების მშენებლობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნატო წარმატებული სამხედრო ალიანსია, რომელმაც შეძლო მიაღწია იმ იდეალისათვის, რასაც თავის ნაწარმოებში სუნ-ძი აღწერდა - მოიგო ომი ბრძოლის გარეშე, და შეძლო ცივი ომის დასრულება მსხვერპლის გარეშე.

ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების და ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ცივი ომის პოლიტიკის ინიცირების მცდელობაზე.

"რთული გარემოებაა დღეს, როდესაც სწორედ ეს ცივი ომის პოლიტიკა იქნა დეკლარირებული რუსეთის მიერ, ეს პოლიტიკა ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელიც არსებობს ნატო-ში ამ პოლიტიკის საპირისპიროდ აღმოსავლეთ მიმართულების გაძლიერებისა და გამთლიანების თვალსაზრისით. ცივი ომი ყოველთვის ხდებოდა არა ამა თუ იმ ალიანსების წევრებს შორის, არამედ ის მიმდინარეობდა სხვადასხვა ადგილებში, მსოფლიო რუკის სხვადასხვა წერტილებში, სწორედ ე.წ. პროქსი ომების სახით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ფორუმზე, რომელიც საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს მომავალ სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და დაჩქარდეს.

"იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი, თავდადება და ის მტკიცე არჩევანი შესაბამისად და ადეკვატურად ინება ასახული მომავალ სამიტზე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ფორუმში მონაწილეობენ ექსპერტები ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, ფინეთის, შვედეთის, რუსეთის, უკრაინის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42