სკანდალური დოკუმენტი - საქართველომ ირანს სავარაუდოდ 3000 ტონა ციანიდი მიჰყიდა
პოლიტიკა - 21:50, 29 Apr, 2018     2939
საქართველო შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს. დიდ ბრიტანეთში მყოფი ქართველი, ყოფილი ჟურნალისტი მამუკა ბაკურია ამტკიცებს, რომ 2016 წელს საქართველოდან ირანში დიდი მოცულობით სახიფათო პროდუქტი, ნატრიუმის ციანიდი გაიტანეს და ეს სახიფათო ნივთიერება შპს რუსთავის აზოტმა გაყიდა.

სკანდალური დოკუმენტი P.S.-მა მოიპოვა

ყოფილი ჟურნალისტი მამუკა ბაკურია ამბობს, რომ მას შესაბამისი დოკუმენტები კონფიდენციალურმა პირმა გადასცა.

სპარსულ-ინგლისური დოკუმენტი ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებულია. სერტიფიკატში წერია, რომ 3000 ტონა ნატრიუმის ციანიდის საბოლოო მომხმარებელი ირანში არსებული თაჰერის ქიმიური კომპანია იქნებოდა. კომპანია პირობას დებს, რომ ნატრიუმის ციანიდს მხოლოდ კარგი მიზნებისთვის გამოიყენებს.

კიდევ ერთი დოკუმენტი შპს აზოტის მიმართვაა თავდაცვის სამინისტროსადმი. ვინაიდან ნატრიუმის ციანიდი კონტროლირებადი ნივთიერებაა, მის გასაყიდად თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის ნებართვაა საჭირო. წერილში შპს აზოტი სამინისტროს 3000 ტონა ციანიდის ირანული კომპანიისთვის მიყიდვის ნებართვას სთხოვს. ამ უკანასკნელმა კი ნებართვა გასცა.

ნატრიუმის ციანიდი ორმაგი დანიშნულების პროდუქტია. ის გამოიყენება ოქროს წარმოებისას, მაგრამ ასევე შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ტოქსიკური ქიმიური აგენტის პრეკურსორად. ექსპერტების აზრით, ირანისთვის ნატრიუმის ციანიდის მიყიდვა სახიფათოა, რადგან ჩდება ეჭვი, რომ ის შესაძლოა ქიმიური იარაღისთვის იყოს გამოყენებული.

წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42