,,ერთადერთი შანსი ამ შულერის - ივანიშვილის დამარცხების არის, რომ მაგიდა აუყირაო, სადაც ის გეთამაშება. ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მოქმედებებით“ - განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ვანი-ხონის შუალედური არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას გაუხარდებოდა გიგი უგულავას გამარჯვება, თუმცა ამის შანსი პრაქტიკულად არ არსებობდა.
სააკაშვილი ,,ევროპული საქართველოს“ წევრებს ურჩევს, რომ შემოუერთდნენ ოპოზიციურ ერთობას.
,,ყველამ უნდა დაივიწყოს ძველი წყენები. მე მივესალმები რომ მისი თანაპარტიელებიც შემოუერთდნენ ახალ ფორმატს, რადგან თუ ჩვენ ყველამ ერთად არ შევძელით საერთო პლატფორმის შექმნა, ყოველგვარი ამბიციების გარეშე... მე მინდა, რომ წარმოჩნდეს ახალი სახეები. არცერთი თანამდებობა არ მინდა... პოლიტიკა არ უნდა იყოს ერთი ჯგუფის საკუთრება“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„აბსოლუტურად ღიაა კარები ყველასთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინდივიდუმების გაერთიანება. ყველა ასაკის, სქართველოს პატრიოტების, ქართული საქმის მკეთებლების. ჩვენ ქრისტიანულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






