„კარგია, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დღეს ლანძღვას თავი აარიდა“ – „ევროპული საქართველოს“ პასუხი სააკაშვილს
პოლიტიკა - 18:45, 29 Apr, 2018     1503
ვანი-ხონის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ,,ევროპულ საქართველოში“. ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, გუშინდელ არჩევნებთან მიმართებაში, მათი პარტიისა და სააკაშვილის დასკვნები კვლავაც განსხვავებულია.

„კარგია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დღეს ლანძღვას და ბრალდებებს ევროპული საქართველოს მიმართ თავი აარიდა და ამჯერად ბინძური ბრალდებები აღარ მოგვისმენია, მაგრამ მისი კომენტარი აჩვენებს, რომ ჩვენ გუშინდელი არჩევნებიდან კვლავ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ.

ჩვენ მიგვაჩნია ოპოზიციური პარტიების აქტიურობა და ოპოზიციური ამომრჩევლის არჩევნებზე მობილიზებაა ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ის გზა, რომელიც აწყობს ჩვენს დემოკრატიას და მომავალ კეთილდღეობას“ - აცხადებს კიკნაველიძე.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატთან დაკავშირებით პრაიმერიზს რაც შეეხება, ,,ევროპული საქართველოს“ წევრი თქმით, არჩევნების პირველი ტური არის ყველაზე ბუნებრივი პრაიმერუზი, საუკეთესო კანდიდატის გამოსავლენად.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, სანამ საპრეზიდენტოზე დავიწყებდით საუბარს, ამის შესაძლებლობა სხვაგანაც იყო, მაგალითად ვანსა და ხონში. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ბოიკოტი არასწორი არჩევანია, არასწორია არჩევნების მიმართ უიმედობის დანერგვა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქაც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ხიდები არ დავწვათ, რადგან ეს არჩევნები ჩვენ გვაძლევს შანსს, რომ პირველი ტური იყოს ბუნებრივი პრაიმერიზი ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელიც გამოავლენს ერთ ძლიერ კანდიდატს, ხოლო მეორე ტურში ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პროდასავლურმა ძალამ დავუჭიროთ მხარი ყველაზე ძლიერ კანდიდატს,’’- განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42