30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა
პოლიტიკა - 17:38, 29 Apr, 2018     1701
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს.

ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს ავრცელებს:

09:30 საათი - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცავს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვდიობისმყოფელების პირველი მასშტაბური სწავლება გაიმართება.

11:00 საათი - საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით ხვდება. წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს. გამოფენილი იქნება საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.

მოგვიანებით, კი IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებ-გვერდის, საქართველოს სამხედრო ისტორიის გვერდის, ასევე ისტორიული და სამხედრო-პოლიტიკური თემატიკის ფეისბუქ ტესტების პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: დაბა ვაზიანი, IV მექანიზებული ბრიგადა.

გთხოვთ ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მედიის წარმომადგენლები ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის შესასვლელთან 10:00 საათზე მობრძანდეთ.

11:00 საათი - საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე სენაკში, II ქვეით ბრიგადაში. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი მიულოცავენ.

მისამართი: სენაკი, II ქვეითი ბრიგადა.

გთხოვთ ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მედიის წარმომადგენლები სენაკში, II ქვეითი ბრიგადის შესასვლელთან 10:30 საათზე მობრძანდეთ.

საკონტაქტო პირი: გიორგი თუხარელი 577 39 30 07





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42