„ან ძალიან ღელავს და ნერვიულობს და თავს იმხნევებს, ან დავალებას აძლევს კომისიებს. საიდან უნდა იცოდეს პროცენტები, როცა უბნები დაიხურა სულ რამდენიმე წუთის წინ. ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი წარმატების. ჩვენ ახლა დაველოდებით ხმების დათვლას და დავიცავთ ხმებს. სასურველი იყო რომ კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო აქტივობა. მაგრამ ეს არის ის, რაზეც უნდა დავამყნოთ, ჩვენ ჩვენი წარმატება და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხმების დასაცავად, იმ ხალხის ხმების დასაცავად ვინც მოვიდა და თავისი სამოქალაქო ვალი მოიხადა.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 6 სუბიექტი მონაწილეობდა, 5 პოლიტიკური პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი. მთავარ კონკურენტებად კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ითვლებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






