თბილისის მერიის ორგანიზებით ლისის ტბაზე სპორტული ფესტივალი „თბი ლისი“ გაიხსნა
პოლიტიკა - 18:19, 28 Apr, 2018     1246
ლისის ტბაზე, სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო.

ფესტივალი თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ფესტივალის ფარგლებში სასიამოვნო დროის გატარება ყველა თაობის ადამიანს შეუძლია. კახა კალაძე მოქალაქეებს ფესტივალში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქარია მაინც ძალიან ბევრი, სხვადასხვა თაობის ადამიანია მოსული. სპორტის 13 სახეობაში არის შესაძლებელი, მსურველებმა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღონ მონაწილეობა. ასევე, ამ ღონისძიებების შემდეგ გაიმართება სხვადასხვა ჯგუფის კონცერტები და მინდა მივმართო ყველას, რომ ყოველი თვის ბოლო შაბათს მობრძანდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სასიამოვნო ღონისძიებები გაიმართება. ჩვენ ქალაქს სჭირდება ასეთი ტიპის ღონისძიებები, ახალგაზრდებს სჭირდებათ გართობა და დასვენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების პირველ დღესვე ტურნირები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა. მათ შორისაა კალათბურთი, მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, მეკლდეურობა, ამერიკული ფეხბურთი, კარატე, ბოჩა, ფრისბი, მკლავჭიდი, გარბენი, ჭადრაკი, ჩერლიდინგი და მჯდომარე ფრენბურთი. საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში ფეხბურთში მეგობრული მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საკრებულოსა და მერიის გუნდი და საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ შეხვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში თბილისის მერს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ , საპატიო შავი ქამარი მესამე დანი გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42