გიორგი აბაშიშვილმა პოლიტიკური განათლების აკადემიის წევრებს უმასპინძლა
პოლიტიკა - 13:53, 28 Apr, 2018     1155

გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიის წევრებს - საქართველოს სხვდასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლა და საჯარო ლექცია წაიკითხა.

შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ, საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვას და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების მნიშვნელობას შეეხებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა თავისუფალი მოქალაქის როლზე სახელმწიფოში და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. გიორგი აბაშიშვილმა ასევე ისაუბრა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე და მხარდაჭერის აუცილებლობაზე, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის ერთერთ მთავარ მიმართულებაზე.

„სტუდენტებთან ურთიერთობით ჩანს რამდენად სჯერათ თავისუფლების, რამდენად უზრუნველყოფს თავისუფლება განვითარებას და რამდენად სწორად ესმით მათ, რა არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. როდესაც ვუსმენთ ასეთ ახალგაზრდებს, ეს გვაძლევს უფრო მეტ სტიმულს და მუხტს ვიმუშაოთ მეტი, იმისთვის, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს რეალურად სწრაფი დემოკრატიული განვითარება,“-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით როგორიცაა საზოგადოების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, პრეზიდენტის არჩევის წესი და ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი, ეკონომიკური სირთულეები და დასაქმების პრობლება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.

პოლიტიკური განათლების აკადემიის წევრები ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სხვადასხვა უწყებებს სტუმრობდნენ და დისკუსიებში მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42