ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომ გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორცილება
პოლიტიკა - 12:16, 28 Apr, 2018     3324
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობაზე, ასევე ნათქვამია, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ მიღებულმა კანონმა პრაქტიკაში იმუშაოს:

„ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორცილება, მათ შორის, კერძო სექტორში. დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება, რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნის მიუხედავად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლას ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და მოუწოდა მთავრობას, გაგრძელდეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებების დეპარტამენტი, ხელს შეუწყობს სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და მოუწოდა მთავრობას, კიდევ უფრო დაიხვეწოს კოორდინაციის მექანიზმი ადამიანის უფლებების სფეროში.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინიციატივებს, რომლებიც ეფუძნება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის ,,სტამბოლის კონვენციით“ განსაზღვრულ ვალდებულებებს. დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუტების შესაძლებლობები ქალთა საკითხების მხარდასაჭერად. კერძოდ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უფრო აქტიურად გატარდეს ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციას, ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას და მსხვერპლთა დაცვას.

ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიღებულია, თუმცა აღნიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია გახდეს სრულფასოვანი და რომ ახალი კანონი თანდათანობის ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდეს. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს შიდა სოციალური დიალოგი და განაგრძოს ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობა.

ევროკავშირმა აღნიშნა, რომ მოწყვლად და სიღარიბეში მყოფ ბავშვთა საკითხებში წინსვლაა მიღწეული და თხოვნით მიმართა ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ორსულთა და ახალშობილთა პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია წამებისა და ცუდი მოპყრობის პრევენციის საკითხში. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ამ წინსვლის განმტკიცება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გაგრძელდეს მუშაობა ისეთი საგამოძიებო მექანიზმის მისაღებად, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების სავარაუდო დარღვევებს.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ პროცესში, რომელიც წინ უძღოდა სახალხო დამცველის დანიშვნას 2017 წლის დეკემბერში.

მხარეები შეთანხმდნენ, ასევე, რომ გააგრძელებენ და კიდევ უფრო დახვეწენ მათ შორის არსებულ კარგ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების საკითხებზე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო.“- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის/ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში პრესსპიკერის მაია კოჟიანჩიჩის და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესმდივნის ადამ კაზნოვსის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42