"საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით სასკოლო დებატები გაიმართება" - გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკა - 12:05, 28 Apr, 2018     980

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დაწყებული პროექტის "დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის - სასკოლო კლუბების ქსელი საქართველოში" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სკოლებში საკლუბო საქმიანობისა და სასკოლო დებატების განვითარებას ისახავს მიზნად.

პროექტი, რომელსაც "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი" ახორციელებს, ასევე ითვალისწინებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან პერიოდში მიმდინარე პროცესების მიმართ, ახალგაზრდების ჩართვას ისეთი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას ემსახურება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეგიონების ათეულობით სკოლაში სასკოლო დებატების ჩამოყალიბებას, ხელშეწყობას და რაც მთავარია, აღნიშნული დებატების თემატიკა საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებული საკითხებია.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. პროექტში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები რეგიონებიდან მასწავლებლები, რომლებიც ორგანიზებულად უზრუნველყოფენ დებატების ხელშეწყობას. პროექტის პარტნიორები არიან და პროექტით დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას უზრუნველყოფენ გურჯაანის, ყვარლის, მცხეთის, ქარელის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის და თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე სკოლის 200-მდე მოსწავლეს, პედაგოგებს, საჯარო უწყებებსა და რეგიონული თემის წარმომადგენლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42