„გასულ წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში სტაბილური წინსვლა აღინიშნებოდა. ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ეუთოს/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელშიც 2017 წლის ოქტომბერ–ნოემბერში საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები ზოგადად დადებითადაა შეფასებული, და ხაზი გაუსვა, რომ უნდა გამოსწორდეს საარჩევნო საჩივრების ეფექტიანად განხილვისა და მათზე რეაგირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ასევე, უკეთ იქნეს უზრუნველყოფილი თანაბარი საარჩევნო პირობები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად მედიის მზარდი თავისუფლებისა და აქტიურობისა, რამაც ხელი შეუწყო მეტი პოლიტიკური დებატის წარმართვას, თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოსა და პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნება არჩევნების დემოკატიულად ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში.“- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის/ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში პრესსპიკერის მაია კოჟიანჩიჩის და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესმდივნის ადამ კაზნოვსის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






