საქართველოს პროგრესი იქნება აღიარებული და ვიპოვით გზებს, ზუსტად რა ფორმით ავსახოთ ეს პროგრესი - სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 10:59, 28 Apr, 2018     1065
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ იმის დასამტკიცებლად, რომ იმსახურებს ალიანსის წევრობას უნდა გააგრძელოს რეფორმები, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, დააკმაყოფილოს ნატო-ს სტანდარტები, განამტკიცოს კანონის უზენაესობის დაცვა, უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ებრძოლოს კორუფციას. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, აღნიშნული რეფორმები საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე დაეხმარება.

„საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს გაწევრიანების პროცესის ნაწილი. სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება, მანამდე უნდა იყოს ალიანსის წევრების კონსენსუსი MAP-ზე. ჩვენ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება ფორმატების შესახებ. ორგანიზაციის ყველა წევრმა მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს მიმართ და საქართველოს მისწრაფების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის პრაქტიკული და პოლიტიკური დახმარების აღმოჩენას. წევრებმა მადლიერებით აღნიშნეს საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იქნება აღიარებული და ჩვენ ვიპოვით გზებს. ზუსტად რა ფორმით იქნება პროგრესი ასახული, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ჯერ სამიტის პროგრამა დეტალურად გადაწყვეტილი არ არის.

საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები, განამტკიცოს კანონის უზენაესობის დაცვა, უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ებრძოლოს კორუფციას. ეს არის კარგი საქართველოსთვის და ეხმარება საქართველოს წევრობის გზაზე“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პირველი არხის ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას კითხვის საპასუხოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42