ქეთევან ალექსიძემ მონაწილეობა ‘’Routes Europe 2018“-ის ფორუმში მიიღო
პოლიტიკა - 16:14, 27 Apr, 2018     962

22-24 აპრილს ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ავიამიმართულებების განვითარების ყოველწლიური ფორუმი ‘’Route Europe 2018“ გაიმართა. ბასკეთში, რიგით მე-13 ყოველწლიურ ფორუმზე მონაწილეობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატმა, მათ შორის 300 აეროპორტის, 100 ავიაკომპიისა და ტურიზმის 50 წარმომადგენელმა მიიღო. საქართველო ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ წარმოადგინა. ქართულ დელეგაციას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე ხელმძღვანელობდა.

სამდღიან ღონისძიებაზე განხილული იყო საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე აეროპორტების, ავიაკომპანიების დატურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა. საფუძველი ჩაეყარა ახალ ავიამიმართულებებს.

ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

,,საავიაციო ფორუმზე ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები წარვადგინეთ. პირველ რიგში ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ამ დროისთვის ფართოვდება და ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მოლაპარაკება გვქონდა სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, მათ შორის Air Baltic-თან, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიხშირეებს ამატებს და მაისიდან კვირაში ოთხჯერ, ხოლო ივნისი-სექტემბერი - კვირაში 6 სიხშირით იფრენს,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან: Brussels Airlines, Eurowings, Nordica, SAS, Cobalt Air, Blue Air, SunExpress, Delta, WIzz Air და ევროპის აეროპორტების წარმომადგენლებთან. მათ შორის: Barcelona, Rome, Bologna, Berlin, Frankfurt, Athens, Larnaca, Milan Malpensa, Zaporizhzhya, Istanbul New Airport, Fraport Greece.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42