"როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 18 აპრილს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დააკანონა ახალი ნორმები პარტიათა დაფინანსების თაობაზე, რაც სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევა 19 პარტიისგან ხელმოწერილი წერილი, აქედან 15 კვალიფიციური სუბიექტია, რომლებიც ვითხოვთ რომ პრეზიდენტმა ამ უსამართლო კანონს დაადოს ვეტო. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალალურად, როცა პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან სამართლიანობა უნდა დაამკვიდროს პარტიათა დაფინანსების წესში და ერთკაციან პარტიებს არ უნდა მიეცეს დაფინანსებაო და საკუთარ ერთკაციან პარტიებს საკმაოდ მსუყე დაფინანსებას უსაზღვრავს“- განაცხადა "ახალი მემარჯვენეების"- ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" წარმოამდგენელი გიორგი ახვლედიანის თქმით, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური კორუფციის მაგალითია:
„ნებისმიერ პარტიას რომელსაც გაყვანილი ეყოლება პარლამენტში ერთი მაჟორიტარი მაინც, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხმა აიღო არჩევნებში, პარტიამ გადალახა თუ არა კვალიფიციური სუბიექტის ბარიერი, აღარავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს. თუ გაგყავს ერთი მაჟორიტარი, შემდეგ ხელისუფლება გასესხებს 5 დეპუტატს და შექმნი ფრაქციას, ფრაქციის დაფინანსება 300 ათასი ხომ არის ისედაც და ამას დაემატება 436 ათასი ლარი ყოველწლიურად დაფინანსება. ეს არის პოლიტიკური კორუფცია, სხვა ამას არაფერი არ ქვია.“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ცდილობს, ხალხის ფულით იყიდოს არჩევნების შედეგები.
"„ჩვენი ამოცანაა, რომ შევიმუშაოთ ერთობლივი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შეუზღუდავს ივანიშვილის იმის შესაძლებლობას, რომ ისევ და ისევ ხალხის ფულით იყიდოს მისთვის სასურველი საარჩევნო შედეგი. ეს კანონი ემსახურება პოლიტიკურ კორუფციას და მოსყიდვას. ამიტომ პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება,-" განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






