შსს-ში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო
პოლიტიკა - 14:50, 27 Apr, 2018     743

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო. მისი მიზანია ქალთა მიმართ ძალადობაზე და ოჯახურ დანაშაულზე გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

სპეციალიზაციის ინტენსიურ კურსს სახალხო დამცველის მოადგილე, ფსიქოლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქოლოგიურ საკითხებს: ოჯახში ძალადობის მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, დაზარალებულისა და მოძალადის ფსიქოლოგიური პორტრეტები, ოჯახში ძალადობის ზეგავლენა ბავშვებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან, მოწმეებსა და მოძალადესთან ურთიერთობის/გამოკითხვის ფსიქო-ემოციური და სამართლებრივი ასპექტები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის საკითხის შესახებ არსებული საკანონმდებლო აქტები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, მსხვერპლებისთვის არსებული სერვისები, დისკრიმინაციის ან/და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა და ოჯახური დანაშაულების გამოძიების თავისებურებები.

პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსის განმავლობაში მოხდება იმ ტერიტორიული ერთეულების გამომძიებელთა სპეციალიზაცია, სადაც ყველაზე მაღალია ოჯახური დანაშაულის მაჩვენებელი. სპეციალიზაციის კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საგამოძიებო სტრუქტურას ეტაპობრივად მოიცავს.

კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42