თსუ-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 14:31, 27 Apr, 2018     1058

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უნივერსიტეტი განახორციელებს ერთობლივ პროექტებს. საარქივო მასალაზე მუშაობით ჩვენი სტუდენტები უფრო სრულად გაეცნობიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდს, დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე გადადგმულ სამ ნაბიჯს: ავტოკეფალიის აღდგენას, უნივერსიტეტის დაარსებას და დამოუკიდებლობის მოპოვებას. ეს იყო პოლიტიკური განაცხადი, რომ ერი არის თავისუფალი და მას აქვს სურვილი და საშუალება იცხოვროს დამოუკიდებლად. ეს პროექტი ითვალისწინებს ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყანასთან, საარქივო მასალების ჩამოტანას, მათ შესწავლასა და დამუშავებას.“

ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. ,, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს 100 წლის იუბილეს. აგრეთვე, აღვნიშნავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების 100-წლისთავს. ამიტომ საიუბილეო წელს გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც ემსახურება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესწავლას. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ისტორიის შესწავლის პროცესში. პირველი რესპუბლიკა ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებს; მაშინაც ჩვენი მიზანი იყო ევროპული ინტეგრაცია და ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და მომავალი,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.

მემორანდუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა სტუდენტებისთვის გამოაცხადა ესსეების კონკურსი. ესეების კონკურსის თემატიკას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს და ნამუშევარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროს, კონკრეტულ მოვლენას ან/და პიროვნებას უნდა შეეხებოდეს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42