კახა კალაძე ისნის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 13:05, 27 Apr, 2018     1246
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

“ჩვენ ახლა ისნის რაიონში ვიმყოფებით, სადაც კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე მიმდინარეობს საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა. ამჟამად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შეიცვალა ბორდიურები. გარდა ამისა, აქვე სპეციალური ადგილებია გამოყოფილი ხეების დასარგავად. მსგავსი ტიპის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. მთავარია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კაიშაურის ქუჩაზე უკვე სრულდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები, იგება ასფალტის საფარი. სამუშაოების ღირებულება 110 000 ლარია.

შილდის ქუჩაზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის დასაგებად და ბორდიურების მოსაწყობად. პროექტის ღირებულება 128 000 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანიც გაეცნო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42