„გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პროპაგანდისტული კორპორაცია, გაზპრომის შვილობილი ორგანიზაცია ნტვ+, რომელიც 90-ზე მეტი არხისგან შედგება საქართველოში გეოგრაფიულ ექსპანსიას აპირებდა. ვციტირებ ისინი ამბობდნენ, რომ ეს არ იყო მათთვის ეკონომიკური პროექტი, არამედ სოციალური ანუ მათ სამიზნეში ჰქონდათ ამოღებული მილიონამდე ქართული ოჯახი, იმისთვის, რომ საქართველოში პროპაგანდისტული საქმიანობა განეხორციელებინათ. საოცარია, მაგრამ მათ მარეგულირებლისგან ავტორიზაცია მოიპოვეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ენმ-ის პროტესტის შედეგად გაუქმდა. ცხადია ამ პროტესტში მონაწილეობას სხვა ოპოზიციური ძალებიც იღებდნენ, მაგრამ პირველი ამაზე საუბარი ენმ-მ დაიწყო. ასევე ამ ბრძოლის მოგებაში სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს წვლილი.
ნტვ+ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთ მთავარ საცეცს წარმოადგენს. მათი საქართველოში შემოშევება პირდაპირ კონფლიქტშია საქართველოს ტერიტორიულ მთლიოანობასთან და ჩვენი ერის ევროატლანტიკურ არჩევათან, ასევე საქართველოს, როგორც სუვენერული საქხელმწიფოს არსებობასთან.
ამ ეტაპზე ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყურადება უნდა მოვადუნოთ, რადგან რუსეთი მცდელობას არ დააკლებს, რომ პიბრიდული ომის ინსტრუმენტები მოახვიოს ქართულ საზოგადოებას.
ენმ რომ არა ახლა ავტორიზაცია მიღებული ნტვ+ ქართველი ერის ტვინების გამორეცხვით იქნებოდა დაკავებული’’ - განაცხადა ნიკა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






