ხორავას ქუჩის საქმის უცხოელი ექსპერტები თბილისში არიან
პოლიტიკა - 12:24, 27 Apr, 2018     1675
ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებულ გ.ჯ.–ს დაცვის მხარის მოწვევით, თბილისში იმყოფებიან დიდი ბრიტანეთის წამყვანი ექსპერტ–კრიმინალისტები ჯეისონ პეინი–ჯეიმსი და სიუ კარნი.

ცნობილი ბრიტანელი ექსპერტები, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვექტორის“ სპეციალისტებთან ერთად, 1-ელ დეკემბერს მომხდარი დანაშაულის საქმეზე, კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ. კვლევაზე ექსპერტთა ჯგუფი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში იმუშავებს.

ჯეისონ პეინი-ჯეიმსი არის დამოუკიდებელი სპეციალისტი კრიმინალისტიკისა და სასამართლო მედიცინის სფეროში. როგორც სამედიცინო ექსპერტი, ის საქმიანობს დიდ ბრიტანეთში და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში. ის 25 წლის მანძილზე მუშაობდა ექიმ-კრიმინალისტად ლონდონში. ჯეისონ პეინი–ჯეიმსი არის საპატიო კლინიკური წამყვანი ლექტორი კამერონის სასამართლო მედიცინის მეცნიერებათა სფეროში; დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული ტრავმების მონაცემთა ბაზის კონსულტანტი; სასამართლო მედიცინის ევროპული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; არის, აგრეთვე, წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭოს საერთაშორისო სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფის წევრი.

ქ–ნი სიუ კარნი არის მეცნიერ-კრიმინალისტი კონსულტანტი და დამოუკიდებელი კრიმინილისტიკის საკონსულტაციო და სასწავლო კომპანია Ethos Forensics დირექტორი. კრიმინალისტიკის ლექტორი ცენტრალური ლანკაშერის უნივერსიტეტში. გამოცდილი ექსპერტი ბიოლოგი; მას არაერთხელ აქვს წარდგენილი საექსპერტო დასკვნა დიდი ბრიტანეთის სამეფო სასამართლოში; არის დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრის კრიმინალისტიკური დნმ-ის ექსპერტთა საზოგადოების წევრი; სასამართლო ექსპერტიზისა და პოლიციის სამსახურების ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; დიდი ბრიტანეთის მსაჯულთა საზოგადოების პროფესიული წევრი.

,,ჩვენი ფუნქცია, როგორც ექსპერტების, არის ის, რომ დავადგინოთ ფაქტები გამოცდილების და კომპეტენციის ფარგლებში, მივაწოდოთ მიუკერძოებელი მოსაზრება სასამართლოს და დავეხმაროთ მას მიუკერძოებელი და სამართლიანი განაჩენის გამოტანაში. ამისათვის მნიშვნელოვანია, მოვიპოვოთ წვდომა ნივთმტკიცებებზე, რათა შევძლოთ მათი დამოუკიდებლად შესწავლა. გასაკვირია, რომ სახელმწიფო ექსპერტიზის დასრულებას დიდი დრო დასჭირდა. ჩვენ გვაქვს ძალზე შემჭიდროებული ვადები, რათა შევისწავლოთ მასალა და დავდოთ დასკვნა. მაქსიმალურად შევეცდებით, ოპტიმალურად გამოვიყენოთ ვადა და ხელი შევუწყოთ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. იმედს ვიტოვებთ, ნივთმტკიცებების შენახვის წესები სათანადოდ იქნება დაცული და შენარჩუნებული იქნება ისინი პირვანდელი სახით, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ მათგან“ – აცხადებენ უცხოელი ექსპერტები.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა სასამართლოში სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა. საპროცესო კოდექსის მიხედვით, მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა ალტერნატიული ექსპერტიზისთვის საექსპერეტო მასალა მხარეებს. თავდაპირველად, ნივთმტკიცებებს ბრალდებულ გ.ბ.–ს დაცვის მხარის დამოუკიდებელი ექსპერტი შეისწავლის. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი ნივთმტკიცებები ბრალდებულ გ.ჯ.–ს დაცვის მიერ მოწვეული ექსპერტებისთვის.

სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42