კონფიდენციალური წყარო ჰყვება, რომ ეჯიბია პირადად ეკა ბესელიას მოთხოვნით გაათვისუფლეს, რადგან წყაროს ცნობით იკვეთებოდა ბესელიას ბიზნესინტერესები ფოთში. მისივე თქმით, ბესელია სამეგრელოში სპეციალურად ჩავიდა, სადაც მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა და მოითხოვა, რომ დაეტოვებინა ეჯიბიას თანამდებობა, თუმცა პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომ ამ ეტაპზე მისი გათავისუფლება ვერ მოხდებოდა, რადგან ის იყო ერთერთი გახმაურებული საქმის მთავარი მოწმე. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით ეს არის ბუტა რობაქიძის საქმე, რომლის ირგვლივაც ეჯიბიამ სკანდალური ჩვენება მისცა და თქვა, რომ დიდუბის პანთეონთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, მას იარაღების ჩადების ფაქტი არ უნახავს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა რამაზ ეჯიბიამ თანამდებობა გუშინ დატოვა. ,,ნიუპოსტი“ დეტალებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები






