"ივანიშვილი ძალაუფლების დასაბრუნებლად დაბრუნდა, რომლის მიტაცებასაც მისი გუნდის წევრები ცდილობდნენ"- მიროტაძე
პოლიტიკა - 21:20, 26 Apr, 2018     899
,,ქართული ოცნების“ ყოფილ წარმომადგენელს, ანი მიროტაძეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ფორმალურად ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ გაჰკვირვებია.

როგორც მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა "ტვ. პირველის" ეთერში განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ექსპრემიერი იმ "ქეისებს" გადახედავს, რომელიც "ქართულ ოცნებაში" არსებულ აღებ-მიცემას და პოლიტიკურ კორუფციას ადასტურებს.

"ცხადია მე ამას ველოდებოდი და ველოდებოდი იმ თავგასულობის ფონზე, რომელიც არის და რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ამ ბოლო ხანებში. იმ საშინელი აღებ-მიცემობისა და პოლიტიკური კორუფციის გამო, რომელიც იყო "ქართული ოცნების" გუნდში და მე იმედს ვიტოვებ, რომ აქიდან დაიწყებს წმენდას (ბიძინა ივანიშვილი) და იმ ქეისების გადახედვას, რომელიც დევს"- თქვა ანი მიროტაძემ.

ყოფილმა დეპუტატმა "თავგასულებზე" საუბრისას აღნიშნა, რომ გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ახლოს არიან.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახლოს იყვნენ ხელისუფლებასთან, ძირითადად აღმასრულებელ ხელისუფლებაში. დანარჩენი უკვე შიდა საქმეა, როგორ გადაწყვეტენ და რა "ქეისები" აღმოჩნდება მის მაგიდაზე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი "ქეისი" უკვე დევს. რაც შეეხება კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, მე რა თქმა უნდა თავს შევიკავებ მაგრამ მყავს ე.წ ეჭვმიტანილები, რომლებმაც ხელისუფლება პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს" - განმარტა მიროტაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის დაბრუნებას, ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ ექსპრემიერი პოლიტიკაში საკუთარი ძალაუფლების დასაბრუნებლად დაბრუნდა.

"ის დაბრუნდა საკუთარი ძალაუფლების დაბრუნებისთვის, რომლის მიტაცებასაც მისი გუნდის წევრები ცდილობდნენ. იმედი მაქვს რომ ის წმენდას დაიწყებს საკუთარი გუნდიდან, იმ ლეგიტომაციის დასაბრუნებლად, რომელიც იყო ძალიან მაღალი"- დასძინა მიროტაძემ და ივანიშვილის დაბრუნება "გამოუვალი მდგომარეობით" ახსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42