„ჩემთვის მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ პარტიაში შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წავიდეს"- ამბობს დეპუტატი "პირველ არხთან".
მისი თქმით, პარტია უნდა შეიკრიბოს და ორიენტირები სწორად განისაზღვროს.
"გუნდში ბევრი ადამიანია, რომელთა ობიექტური მართლმსაჯულების იმედი შეიძლება გქონდეს. როცა რაღაც განსხვავებული აზრი იქნება თუ წინააღმდეგობა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი პოზიტიურ როლს ითამაშებს. თავის დროზე, პროცესებში მისი მონაწილეობა სიტუაციას განმუხტავდა ხოლმე. ეს ადამიანი იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ განსხვავებული პოზიციები შეჯერებულიყო და გუნდის ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებულიყო.
მგონია, რომ მისი ჩართულობა და ავტორიტეტი იმას შეუწყობს ხელს, რომ გუნდის შიგნით პოზიციები ჩამოყალიბდეს. ჩემთვის მისი გადაწყვეტილება იმის საფუძველია, რომ წასვლაზე აღარ ვიფიქრო“, - აცხადებს ფოფხაძე.
მასალის გამოყენების პირობები






