შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის
პოლიტიკა - 17:31, 26 Apr, 2018     1115

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამაში ცვლილებები შედის და 2018 წლის 1 ივნისიდან მთლიანად ვაუჩერული დაფინანსების სისტემაზე გადადის.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, პროგრამაში შესატანი ცვლილებები შშმ პირთა წარმომადგენლებს გააცნო და მათი აზრი მოისმინა.

ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ.

თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა, საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2017 წელს საპილოტე რეჟიმში აამოქმედა. აღნიშნული სისტემის ფარგლებში ბენეფიციარების ნაწილმა სურვილისამებრ მერიისგან მიიღო ვაუჩერი და თავად აირჩია დასასვენებელი ადგილი, ხოლო ნაწილმა მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შერჩეულ სასტუმროებში დაისვენა.

ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ცვლილების თაობაზე ინფორმირებული იქნებიან სასტუმროები, რათა პროგრამის მიმდინარეობა არ შეფერხდეს და მათ დაბრკოლებების გარეშე მიიღონ შშმ პირები.

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 2018 წელს შშმ პირებსა და მათ გამცილებლებზე 1 100-მდე ვაუჩერი გაიცემა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 272 22 22.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42