„მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე პროცესები, რომელიც მანამდე განვითარდა. ჩვენ ავცდით იმას, რასაც ამომრჩეველი ჩვენგან მოითხოვდა და უფრო შიდა ბრძოლებზე გადაერთო პარტია. იყო გარკვეული განცხადებები დეპუტატების დისციპლინასთან დაკავშირებით. დისციპლინას დაწერილი ფურცლით ვერ დაამყარებ, ამას ჭირდება ავტორიტეტი, ისეთი, როგორიც აქვს ბიძინა ივანიშვილს. ვფიქრომ ამით ეს საკითხი დახურულია. ივანიშვილის დაბრუნება პოზიტიურ როლს შეასრულებს საზოგადოების დაწყნარებაზეც. მე ვთვლი რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით პარტიაში ვინმეს გავლენა კი არ შემცირდება, არამედ პარტიის თითოეულ წევრს მიეცემა საშუალება უფრო აქტიურად იმუშაოს საზოგადოების და ამომრჩევლის სასარგებლოდ. იმიტომ არის ლიდერი - ლიდერი, რომ დროულად იგრძნოს როდის არის სიტუაცია და დროულად ჩაერთოს. „ქართულ ოცნებას“ საქმე ჰქონდა ცუდად, ბევრმა დაკარგა რეალობის შეგრძნება, იყო კრიტიკა თავმჯდომარის მიმართ, იყო ერთმანეთის გამმომრიცხავი განცხადებები. ივანიშვილის ფაქტორი „ოცნებაზე“ და საზოგადოებაზეც დამაწყნარებლად იმოქმედებს.“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის თქმით, ივანშვილის დაბრუნებით პარტიაში ერთობა გამყარდება და თუ ვინმე ამის წინააღმდეგ წავა, ჭიჭინაძე მას პარტიის დატოვებას სთავაზობს:
„ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ერთობა. ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით გავერთიანდებით და ვისაც სურვილი არ ექნება ერთობის და თუ არ მოწონს თავმჯდომარე. მას შეუძლია გავიდეს , ცალკე გააკეთოს პარტია და დაუპირისპირდეს ქართულ ოცნებას. დარწმუნებული ვარ ახალი თავმჯდომარის პირობებში, მისი განცხადებების რევიზიას ვერავინ ვერ შეძლებს.“- აღნიშნა ჭიჭინაძემ.
კითხვაზე გაიმარჯვეს თუ არა ივანიშვილის დაბრუნებით უმრავლესობაში დაპირისპირებული გუნდებიდან „ძველებმა“ „ახლებზე“, „ძველების“ წარმომადგენელმა დავით ჭიჭინაძემ უპასუხა, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა:
„მე ეს მიზანი არ მქონია, მე ვფიქრობ, საქმეს არ წაადგება თუ ჩვენ ასე შევხედავთ, რომ ვინმე გამარჯვებულია ან დამარცხებული . ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






