„ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში კრიზისია, დაწყებულია სრული კოლაფსი და როგორც ჩანს, მათ მოიხმეს უზენაესი ავტორიტეტი. სხვა ვერავინ ალაგებს სიტუაციას პარტიის შიგნით"- განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვის მოსთხოვოს პასუხი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ის არის პირადად პასუხისმგებელი ყველა პრობლემაზე. დიახ, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხიმგებლობა და გახდეს პარტიის თავმჯდომარე“, - განაცხადა ოპოზიციონერმა.
სალომე სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად გაკოტრებული ძალაა, რომელსაც რეიტინგული პოლიტიკოსები არ ჰყავს.
„შესაძლოა, მათ განიხილონ ბოლო კარტის გათამაშება, რაც იქნება ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება“,- განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






