„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ფაქტს აფასებს. შალვა ნათელაშვილი ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს:
„საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი, მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე. მე ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ტელედებატებში, რათა მან გასცეს პასუხი კითხვაზე - რატომ გადააქცია საქართველო საკუთარ ბიზნესკორპორაციად? რატომ დაუმსხვრია ხალხს ყველანაირი ოცნებები, რატომ იშოვა მილიარდები ჩვენი მოსახლეობის უბედურების ხარჯზე, თავისი შვილების საბედნიეროდ და კიდევ რა ვერაგული გეგმები აქვს ჩაფიქრებული. აი, ამის თაობაზე მე მას ვიწვევ პირდაპირ ტელედებატებში. არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდების, ძალიან კარგია, რომ ბუჩქებიდან აფთარი გამოძვრა. ახლა უკვე ჩვენი, ხალხის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული, რამდენად დროზე იქნება ის გადაცემული ეროვნულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მართლმსაჯულებას. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ნიშნავს, რომ რეჟიმს გადარჩენის შანსი აღარ დარჩა. ჩვენ ის გამოვაგდეთ ბუნაგიდან და ახლა წინ გველოდება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც გამარჯვებით უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






