„დღე ჩვენი პარტიის, ქვეყნის ისტორიაში მოხდა ძალიან კარგი რამ, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა დაეთანხმა პრემიერ კვირიკაშვილის და პოლიტიკური გუნდის შეთავაზებას და საბოლოოდ დააფიქსირა თანხმობა, რომ მოვიდეს პარტიის ხელმძღვანელად. აქ საუბარი არ არის საკადრო ცვლილებებზე აღმასრულებელ ხელლისუფლებაში, მაგრამ ბატონმა ბიძინამ თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ მან უხელმძღვანელოს მის მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას“. ძალიან ბევრს საუბრობდნენ, რომ რაღაც არაფორმალური მმართველობაა, ბუნებრივია ეს ადამიანი რჩევებს არავის დაამადლიდა. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი რაც ქონდათ ჩვენს ოპონენტებს იყო, ის რომ , თითქოს ვიღაცა არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს. მთავრობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებდა დამოუკიდებლად საქმიანობას და გააგრძელებს ისევ, მმართველ პარტიას აქვს თავისი როლი და ამ პარტიის ხელმძღვანელად ბატონი ბიძინას დაბრუნება მხოლოდ პოზიტივის მომტანია პარტიისთვის. ვინმემ არ უნდა იფიქროს, რომ დინამიკა იყო ნეგატიური.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება კავშირში არაა, ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობაში წარმოქმნილ დაპირისპირებასთან. როგორც მდინარაძემ განაცხადა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მზადდებოდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე და ბოლო პერიოდის კონსულტაციებზე, საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ პრეზიდენტის კანდიდატი შესაძლოა კვირიკაშვილი გახდეს, ივანიშვილი კი პრემიერის პოსტზე დაბრუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






