"იმედია ჩვენ დავრჩებით და ეს არ იქნება ვიწრო, ჯიბის პოლიტსაბჭო, რასაც აქამდე აპირებდნენ "- ქანთარია ივანიშვილის დაბრუნებას დაპირისპირებას უკავშირებს
პოლიტიკა - 15:43, 26 Apr, 2018     1700
„ქართული ოცნების“ გენერალური და აღმასრულებელი მდივნებისგან განსხვავებით, პარტიის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრი ნუკრი ქანთარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გარდაუვალ აუცილებლობას უკავშირებს, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას ასახელებს:

“ჩემთვის მოოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება, ადრე მეც რამდენჯერმე ვთხოვე, რომ პროცესებს დაბრუნებოდა. როგორც ჩანს, მან გარდაუვალი აუცილებლობა დაინახა, ამას რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმ უაღრესად დაპირისპირებულმა, განსხვავებულმა აზრებმაც და საჭირო გახდა მისი მოსვლა.
ბიძინა არის უპირობოდ აღიარებული ლიდერი, არა მარტო „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის. სამწუხაროდ „ქართულ ოცნებაში“ ბუნებრივი ლიდერები ვერ წარმოიშვნენ და იყვნენ მხოლოდ თანამდებობრივი ლიდერები, რომლებიც თანამდებობიდან მიდიან და მათი ასავალ-დასავალი აღარ ვიცით. ბევრი რამე იქნება დასალაგებელი და შესაცვლელი, იმედი მაქვს ამას ერთად შევძლებთ. იმედი მაქვს, რომ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში აუცილებლად დავრჩებით ჩვენ - განსხვავებული აზრის მქონე ხალხიც და ეს არ იქნება ვიწრო, ჯიბის პოლიტსაბჭო, რასაც ალბათ აქამდე აპირებდნენ. მე მგონი პროცესები იქნება გაჯანსაღებისკენ და ამას მივესალმები.“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარიას თქმით, მას არ მიაჩნია, რომ ივანიშვილი პრემიერად დაბრუნებას გეგმავს:

„არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის რანგში დაბრუნება გადაწყვიტოს, მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში დაბრუნება აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ პროცესები დადებითი მიმართულებით წავიდეს.“- აღნიშნა ქანთარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42