კეკენაძის განმარტებით ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით აღიარა, რომ მისმა არაფორმალურმა მმართველობამ და არაკომპეტენტურმა გუნდმა „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოს განვითარება ჩიხში შეიყვანა.
,,როდესაც იგი პოლიტიკიდან მიდიოდა, მკაფიოდ თქვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ ქვეყანაში მოვლენები არასასურველად განვითარდებოდა. რა თქმა უნდა ამაში იგულისხმება მოვლენების პირადად მისთვის საზიანო გზით განვითარება. ბოლო პერიოდში, როგორც ქვეყნის შიგნის, განსაკუთრებით კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, სერიოზული, ღია კრიტიკა ისმოდა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთა დაკავშირებით. ამ ნაბიჯით ივანიშვილი ეცდება შექმნას ილუზია, რომ ქვეყნის მართვის მოდელი ფორმალურ, სამართლებრივ ჩარჩოს უბრუნდება, რაც რა თქმა უნდა ილუზიაა,რადგან იმ რელობაში, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ექნება უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა ნებისმიერს ინსტიტუციას, ქვეყნაში რაიმე ტიპის პროგრესსზე და დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






