„ჩვენ სურათი ძალიან სწორად უნდა დავინახოთ, ოპონენტები ხშირად საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე რაც არასწორია, ბატონი ბიძინა რაც წავიდა თანამდებობიდან ის არასდროს ჩარეულა ქვეყნის მმართველობაში. ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება არა ხელისუფლებაში, არამედ ის არის დასახელებული ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ. ქართული ოცნება უკვე მეორე მოწვევის პარლამენტია, ჩვენ არჩევნებიდან არჩევნბამდე გვიწევდა პარტიის გაძლიერება, თუმცა, გვაქვს ის სტაბილური მოცემულობა სადაც გვჭირდება ძლიერი პარტიული სისტემა. ამიტომ მივდივართ ევროპული ტიპის პარტიის ჩამოყალიბებისკენ, ამ გზაზე ბიძინა ივანიშვილისთვის შეთავაზება არის ბუნებრივი, იგი არის პარტიის ბუნებრივი ლიდერი, მისი იმიჯი საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი, რაც პარტიას გააძლიერებს. ჩვენ გვქონდა გარკვეული არასასიამოვნო ურთიერთობის ფაქტები, რაც არ ასახულა ქვეყნის ცხოვრებაზე, ამ გაუგებრობას არანაირი კავშირი არ აქვს ბატონი ბიძინას პარტიის თავმჯდომარედ დასახელებასთან. ის გაუგებრობა რასაც ადგილი ჰქონდა, უკვე ამოწურულია“, - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






