„ბიძინა ივანიშვილის „დაბრუნება“ პოლიტიკაში არის მარცხის აღიარება“ - გია ნოდია
პოლიტიკა - 14:10, 26 Apr, 2018     2372

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმაურება. ნოდია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის მარცხის აღიარება. ნოდია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ბიძინა ივანიშვილის „დაბრუნება“ პოლიტიკაში არის, უპირველეს ყოვლისა, მარცხის აღიარება. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მმართველობის ის მოდელი, რაც მან საკუთარ პარტიას და ხალხს შესთავაზა: სახელმწიფოზე კონტროლის შენარჩუნება მიმდინარე მმართველობის მენეჯერებზე გადაბარებით - არაეფექტური ყოფილა. მან გამოიწვია შიდა დაპირისპირებები, რომელიც იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მისი ღიად ჩართვა გახდა საჭირო.

რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმის ირიბ აღიარებასაც, რომ „არაფორმალური მმართველობის“ ბრალდებები აქამდეც მართალი იყო. ფაქტიურად, ხდება არაფორმალური მმართველობის ერთი მოდელის შეცვლა მეორით, თუმცა შედარებით უფრო გამჭვირვალით. პრემიერი ისევ არ არის ნამდვილი პრემიერი, ის უბრალო მენეჯერია, ქვეყანას პარტიის ლიდერი ხელმძღვანელობს. ეს ადრეც ვიცოდით, ახლა ეს უფრო თვალსაჩინო ხდება.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ივანიშვილმა შიდა დაპირისპირებები შეიძლება დაარეგულიროს. მაგრამ საბოლოოდ, მას მითოლოგიური საბურველი ეცლება და რიგითი მოქალაქის თვალში კიდევ უფრო უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის მდგომარეობაზე. ეს არა მგონია მისთვის მომგებიანი იყოს. გამოდის, რომ სისუსტე გამოიჩინა“, - წერს გია ნოდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42