"ერთადერთი ვისთვისაც ეს ცუდია, საკუთარ გუნდში უავტორიტეტო კვირიკაშვილია"- ხიდაშელი ივანიშვილის დაბრუნებაზე
სოც.მედია - 14:06, 26 Apr, 2018     2467
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეხმაურება. ხიდაშელი ივანიშვილის გადაწყვეტილებას სწორს უწოდებს და აცხადებს, რომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

ხიდაშელის შეფასებით, ამ პროცესებმა აჩვენა რომ ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს ავტორიტეტი არ აქვს და საკუთარ გუნდში არაფერს ეკითხებიან. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი მისი ეს სტატუსი საბოლოოდ გაფორმდა.

"ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი... ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი დაბრუნება. მეორედ მოსვლას ვადარებ ამას..." - თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 2015 წლის იანვარში.

ასე ფიქრობდა ბატონი ივანიშვილი, მე კი მგონია რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სწორია.

ის საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და შესაბამისად, პასუხისმგებლობა აიღოს ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც, საჯარო სივრცეში იყოს, კითხვებს პასუხი გასცეს...

კარგი ამბავია პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისთვის დღევანდელი გადაწყვეტილება.

ერთადერთი ვისთვისაც ეს ცუდია ის არის ვინც გვამცნო ამის შესახებ. დღეს ქვეყნის პრემიერმა უკვე ღიად გვითხრა ის რაც აქამდეც ვიცოდით, რომ ის პოლიტიკაში არ არის, არაფერს ეკითხებიან საკუთარ გუნდში, ავტორიტეტი არ ყოფნის, და დღეიდან უკვე გააფორმა საკუთარი სტატუსი.

ეს კი ცალსახად ცუდი ამბავია. პრემიერია მაინც. საკუთარ გუნდში უავტორიტეტო პრემიერი, რომელსაც როგორც თავად გვითხრა საერთო ღირებულებების მქონე ზაზა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ მიუთითა "ყოჩები და ბელადები" არ უნდა ვეძებოთო."- წერს თინათინ ხიდაშელი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42