"აღიარეს, რომ დიდი უბედურება მოხდა და მთავრობა ხალხს დაშორდა" - ბიბილაშვილი ივანიშვილის დაბრუნებაზე
პოლიტიკა - 13:38, 26 Apr, 2018     1604
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას "ნიუპოსტთან" აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის იმის დასტური, რომ "ქართული ოცნება ხალხს დაშორდა" და "დიდი უბედურება" მოხდა.

ბიბილაშვილის თქმით, მმართველი პარტიის ექვს წლიანმა მმართევლობამ სრული ფიასკო განიცადა.

"უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილი რეალურად არსად არ წასულა, ის ყოველთვის მართავდა პოლიტიკურ პროცესებს საკუთარი კომპანიების თანამშრომლების მეშვეობით. მთელი მთავრობა "ქართუ ჯგუფის" თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც უშუალოდ ივანიშვილის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულნი და არა ქართველი ხალხის წინაშე. ამას ყველა საერთაშორისო ანგარიში აღნიშნავდა, ის იყო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რაც მისთვის ძალიან დიდი პრობლემა, დიდი სტიგმა იყო და მას ამისი ეშინოდა.

დღეს, მისი ე.წ. ფორმალური დაბრუნება მიზნად ისახავს ერთგვარ ლეგიტიმაციას მისი პოლიტიკური როლის - აგერ ბატონო, მე აღარ ვარ არაფორმალური მოთამაშე და ვარ პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმური მოთამაშე ვარ, რაც საზოგადოებაში ასე ნამდვილად არ აღიქმება. ის დღემდე რჩება არაფორმალურ მმართველად, თუმცა ივანიშვილის "დაბრუნებაში" რაც მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობდა ჟურნალისტებთან, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა და ეს მოხდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ რაღაც დიდი უბედურება არ მოხდებოდა, თუ მთავრობა ხალხს არ დაშორდებოდა. შესაბამისად მისი ფორმალური დაბრუნებით პოლიტიკაში, მმართველი პოლიტიკური ძალა და ივანიშვილი აღიარებს, რომ ამ პოლიტიკური კარტელის 6 წლიანმა მმართველობამ სრული კრახი განიცადა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ზაზა ბიბილაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42