„ბატონმა ბიძინამ მიიღო პრემიერის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ის ბრუნდება პოლიტიკაში, დაიკავებს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან ხშირად, მათ შორის პარტიულ კონფერენციებზე, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, იმისთვის რომ გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია, საჭიროა ჩვენი პარტია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, ამას ჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა და რესურსი, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირების ცვლილება მოსალოდნელი არაა თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ პარტიაში განხორციელდეს ცვლილებები:
„ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყვეტილებებზე. ყველაფერი რჩება როგორც არის, პრემიერიც და პარლამენტის თავმჯდომარეც. საჭიროა პარტიაში რეფორმების ტალღა და ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ჩართვა. აქ საუბარია მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე. ყველაფერს უნდა შევხედოთ პოზიტიურად, ნუ მივცემთ ნეგატიურ მიმართულებას თქვენს მოსაზრებებს. ეს ყვალაფერი დამოკიდებულია შესაბამის ორგანოებზე და პროცედურებზე. ყველაფერი გადაწყდება წესდების მიხედვით. თეორიულად არაფერი არ შეიძლება გამოვრიცხოთ, ეს პოლიტსაბჭოს, ახალი თავმჯდომარის და გენერალური მდივნის გადასაწყვეტია.“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძემ პარტიის თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის პარტიულ მომაცვალზეც ისაუბრა, მისი თქმით, კვირიკაშვილი არის პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და მას ექნება საკვანძო როლი „ქართული ოცნების“ განვითარებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მხარე იყო, აცხადებს, რომ „ივანიშვილის დაბრუნება უმრავლესობაში არსებულ მცირე პრობლემებს არ უკავშირდება“
მასალის გამოყენების პირობები






