„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის პროცედურები, იქნება წარდგენილი პოლიტსაბჭოზე. მე ძალიან მიხარია, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ, მისივე დაფუძნებული პარტიაში. დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარტიის როლი ქვეყნის განვითარებაში. შესაბამისად ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ პარტიული განვითარება და პარტიული ცხოვრება.“- განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე ივანიშვილის დაბრუნება იმით იყო თუ არა განპირობებული, რომ პარტიამ მის გარეშე განვითარება ვერ შეძლო, კალაძემ უპასუხა, რომ განვლილ არჩეენებზე პარტიის მიერ მოპოვებულმა წარმატებებმა აჩვენა, რომ პარტია ვითარდებოდა.
„ჩვენ გვინდა უფრო მეტი პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით.“- აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი შესაძლოა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს და აღნიშნა, რომ ექსპრემიერი მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბრუნდება.
პარტიის ხელმძღვანელ პირებში მოსალოდნელ ცვლილებებზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ არავის გადაყენება და გაშვება არ იგეგმება, მათ შორის არც პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის.
მასალის გამოყენების პირობები






