"საბანკო ოლიგარქიული მაფია" - ივანიშვილისა და ხაზარაძეს გარიგებასა და რუსული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ
პოლიტიკა - 12:08, 26 Apr, 2018     2957
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ოთარ სირაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში "პროგრეს ბანკის" ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს.

„პროგრეს ბანკი, რომლის მფლობელიც არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტნიორი ამ ბანკში არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული “PINTEX” ჯგუფი, რომლის მესაკუთრე არის, საერთაშორისო თაღლითი, ფულის გათეთრების არაერთ საქმეში ბრალდებული ილია გავრილოვი, რომლის მიმართაც აღძრულია რუსეთში სისხლის სამართლის საქმე, ფულის გათეთრების გამო, რომელიც მიმალვაში იმყოფება. მას დაუხურეს მოსკოვში ფედერალური დეპოზიტური ბანკი ზუსტად იმის გამო, რომ ეწეოდა ფულის გათეთრებას და იგივე საქმიანობას ეწეოდა პროგრეს ბანკშიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად. კერძოდ, პროგრეს ბანკის კიდევ ერთი პარტნიორი იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთში რეგისტრირებული მცირე ზომის ბანკი „რაზვიტიე“, რომელმაც 12 მლნ.დოლარი გადმოურიცხა პროგრეს ბანკს და მოხდა ამ ფულის გათეთრება, რის გამოც ბანკი „რაზვიტიე“ დღეს დახურულია და მიმდინარეობს გამოძიება.

დღეს კი ჩუმად მიმდინარეობს პროცესი, როდესაც თბს ბანკი ყიდულობს პროგრეს ბანკის აქტივებს და ხდება ამ ბანკების შერწყმა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოხდეს ივანიშვილ-გავრილოვის მიერ ამ ბანკში წარსულში ჩადენილი დანაშაულებების ჩაფარცხვა და კვალის გაქრობა.

ამ ფაქტით ცხადად დასტურდება, რომ ივანიშვილი და ხაზარაძე არიან ბიზნეს-პარტნიორები და ერთმანეთთან გარიგებულები.

სწორედ ესეთი გარიგებები ახრჩობს ქართულ ბიზნესს და აზარალებს საქართველოს მოსახლეობას. ასე მდიდრდება ივანიშვილი და მისი საბანკო ოლიგარქიული მაფია, ხოლო ხალხი ღარიბდება, იხრჩობა ბანკის ვალებში, მაღალ პროცენტებში და ეწირება მათ პირად ინტერესებს.

აქედან გამომდინარე მივმართავთ ეროვნულ ბანკს და მის საზედამხედველო სამსახურს, დეტალურად იყოს შესწავლილი ამ გარიგების კანონიერება და არ მოხდეს ივანიშვილ-ხაზარაძის გარიგების მექანიკური დაკანონება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მომავალში ამ ბანკებთან ერთად დაეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკსაც" - განაცხადა სირაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42