რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა - ,,ეს დეპუტატები შუა საუკუნეებში ჩირაღდნებით ირბენდნენ და 1937 წელს მაუზერით ხალხს დახვრეტდნენ"
პოლიტიკა - 11:39, 26 Apr, 2018     1084
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ "დეპუტატები, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას უჭერენ მხარს, შუა საუკუნეებში კუდიანებზე მონადირეები იქნებოდნენ და ხელში ჩირაღდნებით ირბენდნენ, ხოლო 1937 წელს მაუზერებით ხალხს დახვრეტდნენ".

დეპუტატის შეფასებთ, ახლა ასეთ ადამიანებს "მხოლოდ კალამი უჭირავთ და კანონპროექტებს ჯღაბნიან.

“სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ბევრი მხარდამჭერი საჭოთა პერიოდში ნაცხოვრები ადამიანია. მაშინ კომუნისტური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადამიანებს აუბედურებდნენ. საკმარისი იყო გეთქვა, რომ კომუნისტური სისტემა უვარგისია, რომ დიდი პობლემები შეგექმნებოდა ან დაგაპატიმრებდნენ, ან დაგხვრეტდნენ.

დღეს ამათ ხელში კალამი უჭირავთ და კანონებს ჯღაბნიან. გაუგებარია, როგორ უნდა გავზომოთ გრძნობების ჭეშმარიტება, რომელი გრძნობის შეურაცხყოფა შეიძლება და რომლის - არა? ათეისტს სწამს, რომ არ არსებობს. მორწმუნეს სწამს, რომ - არსებობს. რომლის რწმენა არის ნამდვილი? ათეისტმა რომ შეიტანოს კანონპოექტი მისი რწმენის შეურაცხყოფისათვის, რატომ არ უნდა მივიღოთ, თუ ინიცირებულ კანონპროექტს ვიღებთ?! დღევანდელ პარლამენტს არ შეუძლია ქვეყანა პროგრესული მიმართულებით წაიყვანოს - პირიქით, უკან ექაჩება“, - ამბობს რომან გოცირიძე.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ემზარ კვიციანი მოითხოვს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს, თუმცა სანქცია არ უნდა შეეხოს სასულიერო პირს, რომელიც სხვა რელიგიურ გრძნობებს ამბიონიდან ქადაგების დროს შეურაცხყოფს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42