როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განსახილველი საკითხი პარტიული დისციპლინა და უმრავლესობის წევრებისმიერ ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები იქნება.
ამასთან, შეხვედრაზე პარტიის წინაშე არსებულ ამოცანებსა და ყრილობისთვის მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ.
„პარტიის ყრილობისთვის უნდა მოვემზადოთ, რაც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. ამ შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის”, - აცხადებს თალაკვაძე.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრება, თუმცა ამ საკითხზე საუბრისგან არჩილ თალაკვაძემ თავი შეიკავა.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






