„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის შეხვედრა საპარლამენტო სპიკერატის წარმომადგენლებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებთან დღეს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება და ის „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება.
შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ მიიწვიეს, მათ შორის არის გედევან ფოფხაძე, რომელიც აცხადებს, რომ პარტიის პოზიცია არასწორია და შეხვედრას, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ გაიმართება, საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით უნდა დასწრებოდა
„თუ ვინმეს პერსონალურ საკითხს ეხება, ეს ადამიანიც უნდა ესწრებოდეს წესით ასეთ განხილვებს, სწორი იქნება. შეიძლება პირადი უკმაყოფილების გრძნობაც გვქონდეს ერთმანეთთან მიმართებაში რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ იქნება მცდელობა საერთო აზრის ხისტი ფორმირების, რა თქმა უნდა ამითი პოლიტიკური პროცესიც და გუნდიც დაზარალდება,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






