"პოლიტიკას ვდებთ გვერდზე, რათა ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შვილებისა და მშობლების საფლავზე მისვლა" - სოზარ სუბარი
პოლიტიკა - 18:10, 25 Apr, 2018     1185

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამშობლოსთვის დაღუპული კიდევ 22 გმირის ნეშტი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს.

„2013 წლიდან მთლიანობაში 148 ადამიანია იდენტიფიცირებული, 109 ქართული მხარის მებრძოლი, 39 კი აფხაზური მხარის მებრძოლი. 177 ადამიანი ექსჰუმირებულია და მათი იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. 2400-ზე მეტი ადამიანია დაკარგული ორივე მხრიდან. მთლიანობაში ეს პროცესი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მართლაც დაუღალავი მუშაობა და რომ არა აფხაზური მხარის ძალიან კონსტრუქციული მიდგომა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ამოვდივართ ერთი მიზნიდან – აქ პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ თავიანთი შვილების, თავიანთი მშობლების საფლავზე მისვლა, იცოდნენ ეს ადამიანები სად არიან დამარხული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს 26 აპრილს, 16:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42