"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი მოითხოვს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს, თუმცა სანქცია არ უნდა შეეხოს სასულიერო პირს, რომელიც სხვა რელიგიურ გრძნობებს ამბიონიდან ქადაგების დროს შეურაცხყოფს.
რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.
"არცერთი კანონპროექტით საფრთხე არ უნდა შეექმნას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ამავდროულად, ჩვენ მივისწრაფვით ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, თუმცა არა ჩვენი ეროვნული იდენტობის რაიმე ფორმით შელახვის ხარჯზე - ეს არის ზოგადი საკითხი, რასაც არავინ ეხება. კონსტიტუციაც ამ პათოსით მივიღეთ, ეს იყო ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული დოკუმენტი და სწორედ ჩვენი კონსტიტუციისგან გამომდინარეობს ნებისმიერი ინიციატივა.
ჩვენ გვაქვს სეკულარული სახელმწიფო, ტოლერანტულები ვართ ნებისმიერი ჯგუფის, რელიგიის მიმართ, აქ არ არის ჩემს პირად რწმენაზე საუბარი, როცა მე ვამბობ, რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება ამის მიმართ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არ არის მთავარი, მთავარია ჩვენი ტოლერანტული ბუნება, რაც ჩვენი კულტურის, იდენტობის, ისტორიის ნაწილია”- განაცხადა თემის კომენტირებისას მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დეპუტატ ემზარ კვიციანის მირ ინიცირებული კანონპროექტი ხარვეზებს შეიცავდა, ამიტომ ფრაქციის ლიდერი საკანონმდებლო კანონპროქტზე კონსულტაციების გამართვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„სამართლებრივი პრობლემებიც იყო. არ იყო გამართული ეს კანონპროექტი, გარდა სხვა რისკებისა ამაზეც იყო საუბარი და აქიდან გამომდინარე ითქვა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და იმსჯელებს იმაზე, გვჭირდება თუ არა მსგავსი კანონი, თუ ამის გარეშე მოვახერხებთ იმ ინტერესების დაცვას, რომ ვიღაცის რელიგიურ თავისუფლებას, მის რწმენას არ შეეხოს. არ იქნება მარტივი საკითხი. ბალანსია დასაცავი ორ სიკეთეს შორის - რომელიმე ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის უფლება არ შეიზღუდოს და მეორეს მხრივ, გარკვეულ რელიგიურ თავისუფლებასაც არ შეეხოს ვინმე, ვინც შეურაცხყოფას განიზრახავს ამა თუ იმ რელიგიის თუ კომფესიის წარმომადგენლების მიმართ. მსჯელობა აუცილებლად უნდა გაიმართოს და ამ დისკუსიაში უნდა ჩაერთონ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, ჩვენი საერთაშირისო პარტნიორები და უნდა გამოვიდეთ სიტყვის თავისუფლების ინტერესებიდან და ასევე, ეროვნული ინტერესებიდან"- განაცხადა "ნიუპოსტთან“ მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






