ენდრიუ გილმორი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის დაშვების აუცილებლობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 16:49, 25 Apr, 2018     1159
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების “ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის” მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელმა, ენდრიუ გილმორმა.

საკუთარ გამოსვლაში, მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშზე, რომელშიც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ენდრიუ გილმორმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო მონიტორინგის ინსტიტუტებს, მათ შორის არც კომისრის ოფისს არ ეძლევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.

„გასულ თვეში, ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ, ჩვენ კი წარვადგენთ ანგარიშს. რეზოლუციაც და ანგარიშიც ხაზს უსვამს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებაზე არსებულ შეზღუდვას, ასევე აღნიშნავს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ დადასტურებული ინფორმაციის ქონის აუცილებლობას. მონიტორინგი და ანგარიშგება ძალიან მნიშვნელოვანია, ის თანამშრომლობა, რომლისთვისაც ჩვენ მზად ვართ, აუცილებელია ძალადობის მიზეზების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გვესაჭიროება დაშვება“-განაცხადა ენდრიუ გილმორმა.

საქართველოს მიერ ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“ და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42