"რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას" - გაეროში გერმანიის ელჩი
პოლიტიკა - 16:44, 25 Apr, 2018     1143
“გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას გადადგას პრაგმატული ნაბიჯები ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის საფუძვლის შესაქმნელად. საქართველოს მთავრობის შეთავაზებათა პაკეტი ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობას. დარწმუნებული იყავით ჩვენს მხარდაჭერაში ამ მიზნების განსახორციელებლად” - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელმა, გაერო-ში გერმანიის ელჩმა ჰანს-იოაკიმ დაერმა განაცხადა საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე.

ელჩმა გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოზიცია და დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. შეთანხმებების გაფორმება, ისევე როგორც სამხედრო შენაერთებისა და საბაჟო სამსახურების გაერთიანება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვა. გერმანელი დიპლომატის განცხადებით, ეს ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

"აუცილებელია აღნიშნულ რეგიონებში დაშვებული იქნან საერთაშორისო მონიტორები და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას. მოვუწოდებთ ამ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას დაუშვას აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ინსტიტუტები"-განაცხადა ჰანს-იოაკიმ დაერმა. მისივე თქმით, გერმანია იდგება საქართველოს გვერდით ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზაზე.

საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიება „ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის“, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“ და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42