ევროკავშირი შენგენის ზონაში მგზავრობის წესებს ამკაცრებს - ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლეებს ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ
პოლიტიკა - 16:30, 25 Apr, 2018     3029
ევროკავშირს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ნებართვის სისტემა შემოაქვს, რომელიც ევროპაში გასამგზავრებლად ავტორიზაციის მისაღებად, ონლაინ ანკეტის შევსებას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა დღეს მიაღწიეს. ავტორიზაციისთვის ონლაინ განაცხადის შევსება 7 ევრო ეღირება.

აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება იმ 1.4 მილიარდ მოქალაქეზე , იმ დაახლოებით 60 ქვეყნიდან, რომლებიც ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობენ, მათ შორისაა აშშ, კანადა, მალაიზია და პარაგვაი.

კონტროლი დაეფუძნება მონაცემთა ბაზაში შეგროვებულ ინფორმაციას და ნებართვის მიღებაც სწორედ ამ ანკეტაზე იქნება დამოკიდებული.

ანკეტაში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა კონკრეტულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება. თუ სისტემამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ევროპაში გამგზავრების ნებართვას მოქალაქე დაუყოვნებლივ მიიღებს. ევროპაში მოგზაურობის ავტორიზაცია სამი წლის ვადით გაიცემა.

შენგენის ზონაში მოსახვედრად სამგზავრო დოკუმენტის და ნებართვის ასაღებად ელექტრონული ვერსიის შევსების დროს აუცილებელია მოხდეს საცხოვრებელი ადგილის, დაბადების ადგილის, საპასპორტო მონაცემების, გასამგზავებელი ქვეყნის, ვადების და სასტუმროს შესახებ ინფორმაციის მითითება. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება აპლიკანტის გასაუბრებაზე დაბარებაც.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, იმას რომ ყველა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის ოპერატორმა უნდა შეამოწოს აქვს თუ არა მგზავრს ავტორიზაცია. სამ წელში კი ღონისძიება გავრცელდება ავტობუსების კომპანიებზეც.

სისტემის განვითარების ხარჯი დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება, ყოველწლიურად კი მისი მუშაობისთვის 85 მილიონი ევრო დაიხარჯება.

ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS)-ის შესახებ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, დოკუმენტს ევროდეპუტატებმა უნდა უყარონ კენჭი.

ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42