გია ხუაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი. „ჩრდილოვან მმართველობაზე ლაპარაკი უნდა დასრულდეს, რადგან ეს აზიანებს ქვეყანას. აქ ისეთი ქაოსი დაწყბეა - ღმერთმა არ ქნას. რაღაც ფორმით უნდა გახდეს სახელმწიფო მეთაური, ის უნდა გახდეს გარანტი 2020 წლის არჩევნების კონკურენტულ, ჯანსაღ გარემოში ჩატარების. უნდა მივიღოთ მულტიპარტიული პარლამენტი და მერე თუ უნდა წავიდეს და თუ უნდა დარჩეს“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში არ არსებობს ერთიანი ფასეულობითი სისტემა, იდეა, რომლის ირგვლივაც შეიძლება მმართველი გუნდის წევრები ერთიანდებოდნენ.
„რაზე უნდა შეთანხმდეს ნუკრი ქანთარია და ირაკლი კობახიძე? რა ფასეულობები უნდა აერთიანებდეთ მათ, გარდა ივანიშვილის ფაქტორისა? ისინი მსოფლმხედველობრივად სხვადასხვა მიმართულებით მიდიან, ბუნებრივი ანტაგონიზმი აქვთ და პარაზიტირებენ ივანიშვილის ფაქტორით. შესაძლოა ივანიშვილმა ტაქტიკური დისტანცია დაიჭირა, რომ ანახოს მათ, რომ მის გარეშე არარაობები არიან.
იქ არ არსებობენ ლიდერები, ერთი დიდ მასაა, ყველას ერთი და იგივე ავტორიტეტი აქვს დაწყებული პრემიერიდან დასრულებული დამლაგებლით. ჩვენ გვჭირდება მმართველობითი სისტემის რეფორმა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება სათავეში“ - აცხადებს გია ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება სიტუაციის ქაოსიდან გამოსაყვანად ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს და პოლიტიკაში დაბრუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






