"ძალიან მწარე გაკვეთილები მივიღეთ" - საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის იდეას მხარს უჭერს
პოლიტიკა - 16:13, 25 Apr, 2018     1444
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პირველ არხს განუცხადა, რომ "საქართველოს საპატრიარქო მხარს უჭერს იდეას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი იყოს".


„საპატრიარქო იდეას მხარს უჭერს, რადგან ამის გამო ჩვენ ძალიან მწარე გაკვეთილები მივიღეთ“, - ამბობს სასულიერო პირი და დასძენს, რომ საზოგადოებაში არის მოლოდინი, საკითხი დადებითად გადაწყდეს.

რა იგულისხმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში, დეკანოზი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ კანონპროექტის ავტორებთან შეხვედრის შემდეგ გაარკვევენ, სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას შორის.

„დღეს გავიგეთ და ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ?! მართლა გასარკვევია, რა ითვლება შეურაცხყოფად, ზღვარი სად გადის, რისი უფლება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და რისი უფლება შეიძლება არ ჰქონდეს“, – ამბობს დეკანოზი.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, მაგალითად, მხატვარ ლია უკლებას ქმედება, რომელმაც ფეხმძიმე ღვთისმშობელი პისტოლეტით ხელში დახატა და რომლის ნახატსაც სასულიერო პირების მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, პატრიარქის მდივანი აცხადებს, სხვას ვერაფერს იტყვის და მან არ იცის, ვინ არის ლია უკლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42