"ამ შეხვედრას ოცნება გამოიყენებს პრეზიდენტზე თავდასასხმელად"- რა მოლოდინით ხვდება ოპოზიცია პრეზიდენტს
პოლიტიკა - 15:57, 25 Apr, 2018     1304
საპარლამენტო ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლას მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილზე თავდასხმისთვის გამოიყენებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრემიერს კანონი ავალდებულებს საკანონმდებლო ორგანოში ეს მოხსენება მოისმინოს.

„თუ მთავრობა პატივს სცემს ამომრჩეველს, თუ იგი იცავს კანონებს და კონსტიტუციას ის აუცილებლად უნდა გამოცხადდეს და მოუსმინოს პრეზიდენტის ბოლო მოხსენებას. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება. ეს შეხვედრა იქნება გამოყენებული პრეზიდენტზე თავდასასხმელად და იქნება წარმოჩენილი თუ როგორი უვარგისია საპრეზიდენტო ინსტიტუტი და ის რომ კონსტიტუციაში საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა და რომელიღაც ხმოსნები აირჩევენ რამდენიმე წლის შემდეგ რომ ეს არის სწორი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ 2 ნაისს მსჯელობა უნდა იყოს იმ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაზე რომლის წინაშეც საზოგადოება დგას.

„მთავრობამ უნდა მოისმინოს ის, თუ რა პრობლემების წინ დგანან მოქალაქეები, პრეზიდენტმა უნდა გაახმოვანოს თითოეული ადამიანის პრობლემა. ბუნებრივია ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს და ჩვენი კითხვები იქნება სწორედ ამაზე. რატომ იმატებს კრიმინალი, რატომ არის ეკონომიკური კრიზისი. რატომ არის ასეთი გაჭირვება,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 2 მაისს იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42