თბილისსა და ტალინს შორის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 15:55, 25 Apr, 2018     1170
ქალაქ თბილისსა და ქალაქ ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ტალინის მერმა ტაავი აასმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ელექტრონული მმართველობა.

მემორანდუმის გაფორმებამდე გამართულ შეხვედრაზე მერებმა აღნიშნულ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ ტაავი აასს მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. თბილისის მერის განცხადებით, ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს დედაქალაქებს შორის შედგება უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არსებობდა, თუმცა გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ძალიან სიმბოლურია, რომ ორივე ქვეყანა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფორმებს ამ მემორანდუმს. ჩვენ გვსურს, გავიზიაროთ მათი გამოცდილება გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ასევე, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. ამ სფეროში სტარტაფების დაფინანსების თვალსაზრისით ტალინი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. ჩვენ გვინდა, ყველა ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტალინის მერის თქმით, მემორანდუმი ქალაქებს სხვადასხვა სფეროში ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს, საქართველოსა და ესტონეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. თბილისსა და ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქალაქების დონეზეც დავიწყებთ ამ ურთიერთობას. ეს შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა კულტურა, ელექტრონული მმართველობა, ტრანსპორტი. ჩვენ უკვე შევთანხმდით დელეგაციათა გაცვლაზე სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისათვის. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს მემორანდუმი არ დარჩება ქაღალდზე და რეალურ შედეგებს ქალაქის მმართველობის სხვადასხვა სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით“- განაცხადა ტაავი აასმა.

საკრებულოში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ილია ელოშვილი, ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი, საქართველოს ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი, ტალინის მერიის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42